ფეხბურთი

15:26 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედომ“ ფლეი ოფის პირველ მატჩში „გაგრა“ დაამარცხა

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველი მატჩი დამთავრდა, რომელშიც ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი „გაგრა“ ელიგაში მე-8 ადგილზე გასულ „ტორპედოს“ მასპინძლობდა.

ქუთაისელებმა გიორგი ივანიშვილისა (24-ე წუთი) და ცოტნე ნადარაიას (81) გოლებით 2:0 გაიმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ფლეი ოფის მეორე შეხვედრაც დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე. ნომინალური მასპინძელი „ჩიხურა“ დაბალლიგელ „სამგურალს“ დაუხვდება. მატჩი 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105662