ავტოსპორტი

10:24 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი ბოტასის რასელით 2021 წელს შეცვლას არ აპირებს

„მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის ვალტერი ბოტასის ჯორჯ რასელით, ან სხვა პილოტით შეცვლას არ აპირებს. რასელმა სახირის დიდი პრიზის რბოლაში შესანიშნავად იასპარეზა, რასაც მოჰყვა ჭორები იმის შესახებ, რომ ის 2021 წელს გუნდში ბოტასს შეცვლიდა.

ამ დროს, ლუის ჰამილტონს ჯერ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია. ის ამბობს, რომ ამას შობის დღესასწაულამდე გააკეთებს. ბოტასს სამქიმიანებთან 2021 წლისთვის კონტრაქტი უკვე აქვს. და ვოლფი ადასტურებს, რომ ფინლი გუნდში დარჩება.

„ჩვენ ვალტერისთან კონტრაქტი გვაქვს და ის ჩვენთან დარჩება. მე ლოიალური ვარ ჩვენი ორი მრბოლისადმი, ისევე როგორც ჩვენი ახალგაზრდა მრბოლებისადმი“, - აბუ დაბიში, სეზონის ბოლო რბოლის წინ განაცხადა ვოლფმა.

ის დასძენს: „რასელმა წინა კვირაში შესანიშნავად იასპარეზა. ის იმსახურებს, რომ დიდებული მანქანის მართვის საშუალება მიეცეს. მას „უილიამსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს. მათ ჯორჯს ერთი კვირით ჩვენთან გადმოსვლის საშუალება მისცეს. ახლა კი ყველაფერი ძველ დინებას დაუბრუნდება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116697