ფეხბურთი

1:07 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩს კიდევ 5 წელი შეუძლია ითამაშოს"

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ თავისი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. რაიოლას განცხადებით, შვედმა თავდამსხმელმა ამერიკაში წასვლით მხოლოდ დრო დაკარგა და ნამდვილ ფეხბურთში უნდა დარჩენილიყო.

„ზლატანს მარტივად შეუძლია კიდევ 5 წელი ითამაშოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ამ ასაკში ტრავმებსაც სწრაფად იშუშებს. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ MLS-ში წავიდა და დრო დაკარგა. ის ნამდვილ ფეხბურთში უნდა დარჩენილიყო.

პოგბა? მე მასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. უნდა მეთქვა, რომ ზაფხულში დატოვებდა გუნდს, რადგან ზამთარში დიდი ფეხბურთელების ტრანსფერის განხორციელება რთულია. ახლა ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში, ჩვენ ძალიან შეცვლილ სამყაროში ვცხოვრობთ“, - თქვა რაიოლამ.

0.112629