ფეხბურთი

0:28 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ვიცით "ატალანტა" როგორი გუნდია და პატივს ვცემთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბერგამოს „ატალანტას“ შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ლა ლიგის მატჩებია.

„ვიცით „ატალანტა“ როგორი გუნდია, ნამდვილად პატივს ვცემთ. ეს თამაში თებერვლის ბოლოს იქნება, ჩემთვის ახლა „ბილბაოსთან“ მატჩი უფრო მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ვმუშაობთ ყოველდღე და გვინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ, როგორც „ატლეტიკოსთან“ ვითამაშეთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ატალანტას“ იტალიაში 24 თებერვალს ესტუმრება, ხოლო მადრიდში 16 მარტს დაუხვდება.

0.1524