ფეხბურთი

12:39 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "კონტრაქტის შესახებ ბევრი ტყუილი ითქვა, რომ ქომაგები ჩემს წინააღმდეგ განეწყოთ"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს, რადგან „იუვე“ ძალიან უყვარს. როგორც მან „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ თქვა, კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსური კუთხით არ ჭიანურდება და აქამდე ამის შესახებ ბევრი ტყუილი ითქვა, რაც მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ გულშემატკივრები მის წინააღმდეგ განეწყოთ.

„ჩემი კონტრაქტის განახლების შესახებ ბევრი ტყუილი ითქვა. ჩემი აგენტი დიდი ხნის განმავლობაში ტურინში იმყოფებოდა, მასთან არავისთან დაურეკავს. იმედგაცრუებული ვარ ფულზე საუბრით. უკეთესი იქნება სიმართლე რომ ვთქვა, რადგან არსებულ ვითარებაში ფინანსებზე საუბარი გულშემატკივრებს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს.

მე მიყვარს „იუვე“. ყოველთვის ვამბობდი, რომ „იუვენტუსში“ დარჩენა მსურს. კარგი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან და ეს ყველა ჭორი იმისთვის გამოიგონეს, რომ ქომაგები ჩემს წინააღმდეგ განეწყოთ. მე ამ კლუბისადმი ძალინ ერთგული ვარ და ეს ხალხმა იცის“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2015 წლიდან დღემდე არგენტინელმა „ბიანკონერის“ მაისურით ჩატარებულ 239 მატჩში 97 გოლის გატანა მოახერხა.

0.112169