ფეხბურთი

11:00 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "მთავარი მიზანია ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბოთ"

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ მისი გუნდის წარმატების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა მთავარი მიზანი ფეხბურთელებისთვის გამარჯვებული მენტალიტეტის შემქნაა.

„გვინდა ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი მივცეთ, გავხადოთ ნამდვილად ძლიერები, რადგან დიდი პოტენციალი აქვთ. ეს არის ახლა ჩვენი ამოცანა და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. გუნდურობა ყველაფრის წინამძღოლია. გუშინ პაოლო როსის დაკრძალვაზე ვიყავი და იმ გუნდმა თავის დროზე იმიტომ მოიგო, რომ ნამდვილი გუნდი იყო. მოიგეს გუნდური სულისკვეთებით, რომელიც 40 წლის შემდეგაც იგრძნობა. მინდა ამ „მილანშიც“ ასეთი სულისკვეთება იყოს.

ანდრეა პირლო? მას ზაფხულში ვესაუბრე. დავურეკე, რომ „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მიმელოცა და ვკითხე - არ აპირებ ტურინში პირველი გუნდისთვის წასვლას? მან მიპასუხა: „საიდან იცი?“ პირველი არა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს ამბავი გაიგო“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ერთადერთი გუნდია ტოპ ჩემპიონატებში, რომელიც ლოქდაუნის შემდეგ არ დამარცხებულა და სერია A-ში ეს სერია უკვე 23 მატჩს ითვლის. „როსონერი“ იტალიის ჩემპიონატს 27 ქულით ლიდერობს და „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.

0.134771