ფეხბურთი

17:38 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქვინსი პრომესი ოჯახის წევრის დაჭრისთვის დააპატიმრეს

ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი ქვინსი პრომესი დააპატიმრეს. De Telegraaf-ის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველი ოჯახის წევრის დაჭრაშია ბრალდებული.

როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა, როდესაც ოჯახის წევრებს შელაპარაკება მოხდა და პრომესმა მას დანით დაზიანება მიაყენა. დაზარალებულს მსუბუქი ჭრილობების გარდა, მუხლში სერიოზული დაზიანება აღენიშნება. მან პოლიციას ამის შესახებ მხოლოდ 1 თვის წინ მიმართა.

პრომესი მინიმუმ სამ დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს, ხოლო აღნიშნული დანაშაული 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102512