კალათბურთი

2:31 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ თად მაკფადენის „ბურგოსს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 84:79 აჯობა. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც კანარიელებმა 8 ქულით მოიგეს და დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

ცხადია, გიორგი შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო. ცხადია იმიტომ, რომ ქართველი ცენტრი ტურიდან ტურამდე საუკეთესოა და რა გასაკვირია, რომ ახლაც ასე იყო.

შერმადინმა ზუსტად 29 წუთი ითამაშა, 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოიპოვა. 9-დან 6 ორქულიანი (67%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.

„ბურგოსის“ შემადგენლობაში თად მაკფადენმა 22:59 წუთში 7 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 6 გამოდგა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 12 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. გიორგი შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104529