ფეხბურთი

15:10 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "მათი ჰიმნები მომწონს და მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთს შევხვდეთ"

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ ან ტურინის „იუვენტუსთან“ თამაში ისურვა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ორივე გუნდის ჰიმნი მოსწონს და ამიტომაც სურთ მათთან თამაში.

„მატჩების წინ ყოველთვის ვუსმენ მეტოქის ჰიმნებს. ახლა ბრემენის „ვერდერის“ ჰიმნს ვუსმენ. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ჰიმნები. შემიძლია თუ არა სიმღერა? თეორიულად კი, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილ იტალიურად და ესპანურად არა“, - თქვა ნაგელსმანმა.

„ლაიფციგის“ სავარაუდო მეტოქეები „იუვესა“ და „რეალის“ გარდა, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ არიან. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115546