ავტოსპორტი

1:05 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

12 დეკემბერს საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება

12 დეკემბერს, 21:00 საათზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება.

ვირტუალური რბოლა ორი საათი გაგრძელდება და მასში სხვადსხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეოას. საქართველოდან შეჯიბრში ათი საუკეთესო სიმ რეისერი იასპარეზებს, რომელთა ვინაობა წინასწარ საკვალიფიკაციო შეჯიბრში გამოვლინდა.

რბოლა გაიმართება GT3 კლასის შემდეგი ავტომობილებით:

– Audi R8 LMS 2016

– BMW Z4 GT3

– Ferrari 488 GT3

– Lamborghini Huracan GT3

– Mclaren 650S GT3

– Mercedes-Benz AMG GT3

– Nissan GT-R GT3

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია „სიმულექს რეისინგი“-ს ორგანიზებით, წელს პირველად საქართველოს ჩემპიონატი სახელწოდებით Georgian Digital Championship 2020 უკვე გაიმართა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ავტომრბოლელმა საერთო ჯამში, მსოფლიოს სხვადახვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომზე 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზა.

შეჯიბრების გამარჯვებული პროფესიონალი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა, ხოლო საუკეთესო არაპროფესიონალ მრბოლელად რეზო ბობოხიძე დასახელდა.

მაშ ასე , წარმოგიდგენთ ავტომრბოლელებს:

- სანდრო თავართქილაძე

- ლუკა ტურიაშვილი

- გიორგი დათუაშვილი

- დათუნა არჯევანიძე

- გიორგი ნოზაძე

- გერმან ბუღალცევი

- მიშო კვანტალიანი

- რეზო ბობოხიძე

- ნიკა კობოსნიძე

- გიგი მგალობლიშვილი

ვირტუალური რბოლის პირდაპირი ეთერისთვის თვალის მიდევნება მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120867