ფეხბურთი

21:35 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ დვალიშვილმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და „დინამო ბათუმის“ ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 34 წლის თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო.

დვალიშვილი ზღვისპირელთა რიგებში დარჩება და მუშაობას სპორტული დირექტორის პოსტზე გააგრძელებს.

ლადო დვალიშვილი კარიერის განმავლობაში საქართველოში დინამო ბათუმის გარდა, სხვა და სხვა წლებში დინამო თბილისის, რუსთავის ოლიმპისა და საბურთალოს ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ ის დინამო ბათუმში 2006 წელსაც თამაშობდა და 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

კარიერის უმეტესი ნაწილი ლადომ უცხოეთში გაატარა და რიგის სკონტოს, ჰაიფას მაკაბის, ვარშავის პოლონიას, ვარშავის ლეგიას, დანიური ოდენსეს, პოლონური პოგონის, ყაზახური ატირაუსა და აშკელონის ჰაპოელის შემადგენლობაში ითამაშა. 2009-2010 წლების სეზონში მაკაბის მაისურით მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა იუვენტუსის, ბაიერნისა და ბორდოს წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებში მან 43 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139828