ავტოსპორტი

2:49 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი გამოჯანმრთელდა და აბუ დაბის რბოლაში იასპარეზებს

ლუის ჰამილტონმა კოვიდ-19-ის ბოლო ტესტებზე უარყოფითი პასუხები მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანმოკლე პაუზის შემდეგ, თავის გუნდს დაუბრუნდება და სეზონის ბოლო ეტაპზე, აბუ დაბი დიდ პრიზზე იასპარეზებს. ეს ინფორმაცია FIA-მ, ფორმულა 1-მ და „მერსედესმა“ ერთობლივი განცხადებით გაავრცელეს.

„მან ბაჰრეინში 10-დღიანი კარანტინი დაასრულა და ბაჰრეინის ჰანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ქვეყნიდან გასვლის უფლება მიიღო. აბუ დაბიში ჩემოსვლის და მორიგი კარანტინისას, დამატებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო და ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს. FIA-ს კოვიდ 19-ის პროტოკოლის შესაბამისად, დამატებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ, ფორმულა 1-ის პადოკში შესვლის ნებართვას მიიღებს. FIA, ფორმულა 1 და „მერსედეს-AMG პეტრონასი“ დღეს ვადასტურებთ, რომ ლუის ჰამილტონისგან აღებულმა რამდენიმე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ჰამილტონის დაბრუნება ნიშნავს, რომ ჯორჯ რასელი „უილიამსს“ უბრუნდება. შესაბამისად, „უილიამსში“ მისი დროებითი შემცვლელი ჯეკ აიტკენი ისევ სათადარიგო სკამზე დაჯდება.

სანამ ჰამილტონის დაბრუნება გადაწყდებოდა, „მერსედესმა“ ჰამილტონის მანქანის კოკპიტს მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარა, რათა რასელი მასში უფრო კომფორტულად მოთავსებულიყო. რასელი ჰამილტონზე მაღალია და ჩემპიონის მანქანაში მოუხერხებლად იჯდა. და ამის მიუხედავად, სახირის დიდ პრიზზე შესანიშნავად იასპარეზა და რომ არა პიტ სტოპზე გუნდის შეცდომა, გამარჯვება შეეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118979