ფეხბურთი

2:16 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის მორიგი დამაჯერებელი მატჩი და "ვოლფსბერგერი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში

ევროპა ლიგის მეექვსე ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგერმა“ როტერდამის „ფეიენოორდს“ უმასპინძლა და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.

ავსტრიულ გუნდს ფრეც გაიყვანდა პლეი-ოფში, მაგრამ ნიდერლანური გუნდის დამარცხება მოახერხა (1:0). შედეგად, „ვოლფსბერგერმა“ 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

„ფიენოორდის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და როგორც უკვე მიგვაჩვია, ძალიან დამაჯერებელი იყო. 22 წლის მცველს ხარვეზი პრაქტიკულად არ ჰქონია და როტერდამელ შემტევებს გასაქანი არ მისცა. ლოჩოშვილი ძალიან კარგად მოერგო ავსტრიულ გუნდს და სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯება.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გურამ გიორბელიძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა. „ვოლფსბერგერი“ 1/16 ფინალში განუთესავი იქნება, მისი მეტოქე კი 14 დეკემბერს გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11435