ფეხბურთი

11:49 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ კიდევ ერთი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გასვლის რეკორდი დაამყარა - გვამცნობს პორტალი Opta.Sport.

მე-6 ტურში „რეალმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ასე რომ, „სამეფო კლუბი“ 29-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

'

მიმდინარე გათამაშებაში მადრიდელები ჯგუფში ორჯერ დამარცხდნენ დონეცკის „შახტართან“ (2:3 შინ, 0:2 სტუმრად), ორჯერ დაამარცხეს „ინტერი“ (3:2 შინ, 2:0 გასვლაზე), „გლადბახთან“ სტუმრად ფრედ (2:2) ითამაშეს, საკუთარ მოედანზე კი 2:0 მოუგეს.

0.138953