ფეხბურთი

22:19 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა "არსენალი" შესაძლოა იანვარში დატოვოს

გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას MLS-ის კლუბი "დი სი იუნაიტედი" იჩენს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლასთან დაკავშირებით. თურქული კლუბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მურათ ზორლუმ განაცხადა, რომ იანვარში მესუთის სტამბოლურ კლუბში გადასვლის შანსი 90 პროცენტია და დიდი ალბათობით გერმანელი კლუბს გამოიცვლის.

0.111662