ფეხბურთი

20:48 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა.

19-წლამდე ნაკრებიმე-10 ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები კი ნორვეგიის, უელსისა და კოსოვოს ნაკრებები იქნებიან. ტურნირი 2021 წლის 30 აგვისტოს დაიწყება. გამოყოფილია სამი ფანჯარა: 30 აგვისტო-7 სექტემბერი, 4-12 ოქტომბერი და 8-16 ნოემბერი. ტურნირის მასპინძელი ჯერ უცნობია, ხოლო პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდის საგზურს მოიპოვებენ და აგრეთვე, საუკეთესო მესამეადგილოსანი (პირველ-მეორეადგილოსნებთან შედარებით) ელიტ-რაუნდში პორტუგალიას შეუერთდნენ. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2022 წელს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

17-წლამდე ნაკრები მე-4 ჯგუფში იასპარეზებს უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად. ტურნირი 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება. ელიტ-რაუნდში პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

ელიტ-რაუნდში გასულ ნაკრებებს ესპანეთი და ნიდერლანდები შეუერთდებიან, ხოლო ფინალური ეტაპი 2022 წლის მაისში ისრაელში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111816