ფეხბურთი

18:08 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მე და მესი მეტოქეები არ ვართ"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ბარსელონასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი მეტოქეები არ არიან.

„ბედნიერები ვართ, ვიცოდით, რომ თითქმის შეუძლებელი მისია იყო „კამპ ნოუზე“ 3-ბურთიანი სხვაობით მოგება, რადგან ეს ძალიან რთულია, მაგრამ კარგად ვთამაშობდით და 2:0-დან მივხვდით, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო, გავაკეთეთ კიდეც. ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა, საკუთარი თავის რწმენას ამაღლებს, როდესაც „ბარსელონას“ ამარცხებ, მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი აქვთ, ეს მაინც შესანიშნავი გუნდია. არ ვიცი იყო თუ არა პირველი პენალტი, ტელევიზორში არ მინახავს. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ინიშნება პენალტი, რომელიც არ იყო დაზოგჯერ პირიქით. მსაჯის საქმე ძალიან რთულია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ 3 გოლის გატანის შემდეგ, ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებული იყო.

მესისთან ყოველთვის გულითადი ურთიერთობა მქონდა. 12, 13, 14 წელი ერთად ვიზიარებთ ყვლაფერს, მას არასდროს ვუყურებდი, როგორც მეტოქეს. მას ყოველთვის სურს საუკეთესო გააკეთოს თავისი გუნდისა და ნაკრებისთვის, ისიც იმავეს გიპასუხებთ. მესმის, რომ თქვენ ჩვენს შორის მეტოქეობას ეძებთ“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ბარსელონას“ წინააღმდეგ კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე გოლები პირველად გაიტანა.

0.116954