ავტოსპორტი

5:18 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს აბუ დაბიში დაბრუნების იმედი აქვს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ სეზონის დამამთავრებელი რბოლის, აბუ დაბის დიდი პრიზის წინ, გამოჯანმრთელებას შეძლებს და რბოლაში მონაწილეობას მიიღებს.

„მერსედესის“ ბრიტანელმა მრბოლმა კორონვირუსით ინფიცირების გამო, სახირის დიდი პრიზი გამოტოვა. ის ამბობს, რომ ეს ორი კვირა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო.

ჰამილტონმა მეშვიდე ტიტული თურქეთის დიდ პრიზის მოგებით გაინაღდა, ბაჰრეინის დიდ პრიზზე გამარჯვებიდან მეორე დღეს კი კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამიტომ სახირის დიდ პრიზზე ის ბრიტანელმა ჯორჯ რასელმა შეცვალა.

„ახლა გამოჯანმრთელებაზე ვარ ფოკუსირებული. მინდა, აბუ დაბიში ისევ მანქანაში ვიყო და რბოლაში მივიღო მონაწილეობა. დღეს თავს კარგად ვგრძნობ და ვარჯიშიც დავიწყე. მინდა გიტხრათ, რომ კარგად ვარ. იმედი მაქვს, რომ მალე მანქანაში მნახავთ“, - სოციალური მედიის საკუთარ გვერდზე წერს 35 წლის ჰამილტონი.

მას ჯერ არ უთქვამს, ახალ ტესტზე რა პასუხი აქვს. უარყოფითი პასუხის გარეშე, აბუ დაბიში, სადაც რბოლა ამ უქმეებზეა, ჩასვლას ვერ შეძლებს. ფორმულა 1-ის გუნდები და შესაბამისი პერსონალი, ბაჰრეინდან აბუ დაბიში ორშაბათს უნდა ჩასულიყვნენ. ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჰამილტონი აბუ დაბიში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდება, თუმცა იქ შეშვებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

თუ გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელება, მაშინ ჩემპიონს ისევ რასელი შეცვლის, ვისაც სახირის დიდ პრიზზე გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გუნდის შეცდომამ და საბურავის დაზიანებამ, ამის საშუალება არ მისცა. თუ ჰამილტონი აბუ დაბიში შაბათს ჩასვლას და საკვალიფიკაციო რბოლაში მონაწილეობას შეძლებს, მაშინ მას რბოლაში მონაწილეობის უფლებაც მიეცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109634