ფეხბურთი

21:28 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას არგენტინაში ფულის კუპიურაზე გამოსახავენ

დიეგო არმანდო მარადონას არგენტინაში ფულის ბანკნოტზე გამოსახავენ. არგენტინელმა სენატორმა ნორმა დურანგომ თავის კოლეგებს უკვე შესთავაზა 10 000 პესოს კუპიურის დიზაინი.

ერთ მხარეს გამოსახული მარადონას სახე იქნება, მეორე მხარეს „ღმერთის ხელის“ ან იმავე მატჩში „საუკუნის გოლის“ ეპიზოდი.

„იდეა არ ეფუძნება მხოლოდ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კერპის პატივისცემას, არამედ ეკონომიკურ საკითხზეც ვფიქრობთ. მიმაჩნია, რომ ჩამოსული ტურისტები მოისურვებენ მარადონას „ჩამოტანას“, - თქვა დურანგომ.

არგენტინელი დეპუტატები ამ საკითხზე 2021 წლის დასაწყისში იმსჯელებენ. მარადონა არ იქნება პირველი ფეხბურთელი, ვისაც ფულის კუპიურაზე გამოსახავენ. 2006 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ ირლანდიაში „ულსტერ ბანკმა“ მიმოქცევაში გამოუშვა 5-გირვანქინია კუპიურა, რომელზეც ჯორჯ ბესტია გამოსახული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11133