ავტოსპორტი

11:19 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესს“ გროჟანისთვის გამოსათხოვარი ტესტების მოწყობა სურს

იმ შემთხვევაში, თუ რომენ გროჟანს სეზონის ბოლო რბოლაში, აბუ დაბის დიდი პრიზზე ასპარეზობის საშუალერბა არ მიეცემ, „მერსედესს“ სურს, რომ მას გამოსათხოვარი ტესტები მოუწყოს.

34 წლის გროჟანს ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლისას, სერიოზული ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც, ცეცხლმოდებულ კოკპიტს დააღწია თავი. ამ დროს ის სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა, მაგრამ ხელებზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, რის გამოც ბაჰრეინშივე, სახირის დიდ პრიზზე გამოსვლა ვერ შეძლო. დიდი ალბათობით, ვერც აბუ დაბის რბოლაში იასპარეზებს, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება.

გროჟანმა განაცხადა, რომ თუ აბუ დაბიში გამოსვლას ვერ შეძლებს, ყველა გუნდს მიმართავს თხოვნით, რომ იანვარში ტესტები გაუმართონ, რიტაც ის ფორმულა 1-ს დაემშვიდობება. ამაზე პასუხად, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა სახირის კვალიფიკაციის წინ გამოაცხადა, რომ ფრანგ მრბოლს ამ თხოვნას სიამოვნებით შეუსრულებს.

გროჟანი სახირის დიდ პრიზს მაყურებლის როლში, ხელებშეხვეული დაესწრო და უამრავი ინტერვიუ ჩამოარიგა. ის მდლიერია FIA-ს ექიმების და ტრეკის მარშლების, რომლებმაც მის გადარჩენაში მიიღეს მონაწილეობა.

სახირის დიდ პრიზზე, გროჟანი „ჰაასის“ სარეზერვო პილოტმა, ბრაზილიელმა პიეტრო ფიტიპალდიმ შეცვალა, ვინც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ემერსონ ფიტიპალდის შვილიშვილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1116