ფეხბურთი

22:35 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "გაბრაზებული ვარ და ფეხბურთელებმა იციან, ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ბოლოდროინდელი შედეგებით გაბრაზებულია და ფეხბურთელებს ამის შესახებ ელაპარაკა.

„ჩვენ მოედანზე ყოველთვის კარგი თამაშისთვის და მოსაგებად გავდივართ. სამქულიანი უპირატესობა გავქვს და ტურინში 2:0 მოვიგეთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

„გაბრაზებული ვარ და ეს ფეხბურთელებმა იციან, მათ ვესაუბრე. მე თეატრში არ ვთამაშობ, თუ წავაგე გაბრაზებული ვარ. არ შეიძლება ისეთი გოლების გაშვება, როგორც შაბათს და სხვა მატჩებში გავუშვით. გასაგებია, რომ შეტევაში გვაქვს რეალიზაციის პრობლემა, რადგან თამაშში 4-5 რეალურ შანსს ვქმნით და ვერ ვიყენებთ, მაგრამ მე განსაკუთრებით გაშვებული გოლები მაშფოთებს.

ჩემთვის არ არის სასიამოვნო იმის თქმა, რონალდუ ჯობია თუ მესი. ისინი დიდი ჩემპიონები არიან, რომლებმაც უამრავი ემოცია მოგვიტანეს და იმედია, ახლაც ასე იქნება. რაც ამ ორმა მოთამაშეთ შემოგვთავაზა ბოლო 10-15 წელიწადში, ფანტასტიკურია, რაღაც წარმოუდგენელია და ორივე მათგანით აღფრთოვანებული ვარ. რონალდუს წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს. როგორც სხვა ფეხბურთელებს, მასაც შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, ამიტომ, თავი საუკეთესოდ უნდა დავიცვათ და ბურთი შევინარჩუნოთ. თუ ბურთი გვექნება, რისკს მინიმუმამდე დავიყვანთ.

დე ლიხტი? დიახ, მართალია მას „ბარსაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ ეს ჩემამდე მოხდა. მას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს თავის პოზიციაზე და უკვე გამოცდილია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა და მისი ასაკისთვის უკვე დიდი მოთამაშეა. სამწუხაროა, რომ ის „იუვეშია“ და არა „ბარსაში“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჯგუფიდან გასულები არიან, ხოლო პირველ ადგილზე გასასვლელად ტურინელებს მეტოქის მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ (3:1 და ა.შ).

0.144102