ფეხბურთი

23:02 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარიო ბალოტელი "მონცას" ფეხბურთელია

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი „მონცას“ წევრი ოფიციალურად გახდა. 30 წლის შემტევმა გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.

ბალოტელი „მონცაში“ 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ კლუბის ხელმძღვანელები სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი არიან, მარიოს თანაგუნდელი კი კევინ პრინს ბოატენგი იქნება, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა.

ბალოტელი ბოლოს „ბრეშაში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი 6 თვის წინ გაწყვიტა. „მონცა“ სერია B-ში თამაშობს, მაგრამ მიზნად სერია A-ში აღზევება აქვს დასახული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11395