ფეხბურთი

2:35 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სერია A-ს სათავეში ფესვები გაიდგა

იტალიის სერია A-ს სათავეში „მილანი“ ფესვებს იდგამს. „როსონერის“ საოცარ სერიაზე ყველაფერ იცის - მარტის შემდეგ ამ გუნდს იტალიაში თამაში არ წაუგია და მეათე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„როსონერი“ გენუაში, „სამპდორიას“ ესტუმრა და ცხადია, შინ 3 ქულით დაბრუნდა. „მილანს“ არ ჰქონია ადვილი თამაში და კლაუდიო რანიერის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ „მილანის“ შემჩერებელი გუნდი იტალიაში ჯერჯერობით არ ჩანს. ფრანკ კესიმ პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით გახსნა ანგარიში, 77-ე წუთზე კი სამუ კასტილიეხომ სხვაობა ორამდე გაზარდა. „სამპდორიამ“ მალევე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა და ალბინ ეკდალმა აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი. ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია - „მილანმა“ მოიგო.

„როსონერის“ 10 ტურში 8 მოგება აქვს (2 ფრე, 0 წაგება) და 26 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ინტერს“ კი 5 ქულით უსწრებს, „იუვენტუსს“ და „ნაპოლის“ ექვს-ექვსით. სხვათა შორის, „მილანის“ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საწყის 10 ტურში 8 თამაშზე მოიგო - 1954-1955 წლების სეზონში ცხრაჯერ იმარჯვა. მოკლედ, სტეფანო პიოლის გუნდი ფანტასტიკურია და ფაქტია, სკუდეტოს მოგებას უმიზნებს. მართალია წინ 28 ტურია, მაგრამ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს და ძნელი წარმოსადგენია, მისი შეჩერება ვინმემ მოახერხოს. შავ-წითლები გარდაიქმნენ და ცალსახად, ყველაზე გააზრებულ და დამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებენ.

მეათე ტურში „ნაპოლიმ“ აუტსაიდერ „კროტონესთან“ ძალიან ადვილად მოიგო. ჯენარო გატუზოს გუნდმა სტუმრად 4 უპასუხო გოლი გაიტანა და მორიგი 3 ქულა მიითვალა. რომში, „რომამ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. ორივე გუნდმა თითო გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე VAR-მა გააუქმა. შედეგად, „რომამაც“ და „სასუოლომაც“ ოთხეულში ადგილი დაკარგეს.

„ვერონა“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დი კარმინე (8), 1:1 მარინი (48)

„პარმა“ – „ბენევენტო“ 0:0 (0:0)

„რომა“ – „სასუოლო“ 0:0

„კროტონე“ – „ნაპოლი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ინსინიე (31), 0:2 ლოსანო (58), 0:3 დემე (76), 0:4 პეტანია (90)

„სამპდორია“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (45, პენ), 0:2 კასტილიეხო (77), 1:2 ეკდალი (82)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108385