ფეხბურთი

21:40 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "ყვლაფერს გავაკეთებ, რომ "მონცა" სერია A-ში გადავიყვანო"

იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი მარიო ბალოტელი სერია B-ს ბინადარ „მონცაში“ ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტი გუშინ გააფორმა. 30 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მადლობა პრეზიდენტ ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის ამ შანსისთვის. ყველაფერს გავაკეთებ „მონცას“ სერია A-ში გადასაყვანად“, - აღნიშნა ბალოტელიმ.

მარიო ლომბარდიულ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის განახლება შესაძლებელი იქნება.

„მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი. ბალოტელი ბოლოს „ბრეშაში“ თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118224