სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:27 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გოლები ბუფონის კარში და რუსთავში დამარცხებული იტალია (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ალბათ 1997 წელს აქვს მოპოვებული, როდესაც რუსთავში იტალიის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები 2:0 დაამარცხა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო იტალიელებისთვის, რომ იმ თამაშის მონაწილე ნიკოლა ვენტოლა დღემდე ვერ ივიწყებს.

"ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა ამ თამაშზე მაისში ისაუბრა კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში.

იტალიის 21-წლამდე ნაკრების კარს იმ შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომელიც უკვე ვარსკვლავი იყო, უძლიერესი "პარმას" მთავარი კიპერი გახლდათ და აპენინზე არსებული კონკურენციის მიუხედავად რუსთავული მატჩიდან ზუსტად ერთ თვეში იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, თან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში (რუსეთთან). მოედანზე იყო მაშინდელი "იუვენტუსის" (რომელიც იმ დროს ევროპას აზანზარებდა) ძირითადი შემადგენლობის წევრი ალესიო ტაკინარდი. მოკლედ, ვარსკვლავური შემადგენლობა, თან იტალია ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოდა, მაგრამ ვლადიმერ გუცაევის გუნდმა გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის გოლებით 2:0 მოიგო!

ამ თამაშის პატარა მიმოხილვის ყურება ვიდეოში შეგიძლიათ, ეს კადრები ბევრს ნანახი ნამდვილად არ ექნება...

1997 წლის 10 სექტემბერი, რუსთავი, "ფოლადის" სტადიონი. საქართველო - იტალია 2:0

გოლები: 1:0 კიკნაძე (59), 2:0 ქებაძე (64)

საქართველო: დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი, რატი ალექსიძე, მიხეილ აშვეთია, დავით მუჯირი, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, მიხეილ ფოცხვერია, ზაზა ზირაქიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ლევან ქებაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, მიხეილ საჯაია

იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო გრანდონი, ალესანდრო პისტონე, მასიმო ამბროზინი ფრანჩესკო კოკო, სტეფანო ფიორე, ალესიო ტაკინარდი, ჯონათან ბაკინი, კლაუდიო ბელუჩი, კრისტიანო ლუკარელი, ლუიჯი სარტორი

შეცვლაზე შევიდა: ნიკოლა ვენტოლა, რობერტო გორეტი

გაძევება: ფოცხვერია (71) - კოკო (71), ბაკინი (91)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112526
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X