სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:12 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

8 მარტის შემდეგ პირველად
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მართლაც საოცარი სამყაროა პრემიერლიგა. ასეთი სიმჭიდროვე სატურნირო ცხრილში კი დიდი ხანია აღარ გვინახავს. აი, მაგალითი: „მანჩესტერ სიტიმ“ „ფულემს“ მოუგო და უცებ მეთერთმეტედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა...

გვარდიოლასთვის ეს მე-700 მატჩი გამოდგა მწვრთნელის რანგში. შეხვედრის გმირი კი რაჰიმ სტერლინგი გახდა. მან ჯერ ანგარიში გახსნა და ექვსმატჩიანი უგოლო სერია დაასრულა, შემდეგ კი პენალტი მოინადირა და Opta Sport-ის ცნობით, გახდა მოთამაშე, რომელთან დაჯარიმებისას ლიგაში ყველაზე ხშირად ინიშნება თერთმეტმეტრიანები.

შეხვედრის 26-ე წუთზე ის მასპინძელთა მცველმა, იოაკიმ ანდერსონმა წააქცია საკუთარ საჯარომოში. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად დაარტყა კევინ დე ბრუინმა. ეს მე-20 პენალტი გახლდათ, რომელიც სტერლინგმა პრემიერლიგაში „აიკიდა.“

„მანჩესტერმა“ ფერგიუსონის სტილში „დაბრუნებებს“ უხშირა. ეტყობა სულშერში მართლაც არის ჩადებული ეშმაკი ფერგის „ის რაღაც ჯადოსნური.“

ბოლო ორ შეხვედრაში კი შედეგზე პირდაპირ გავლენას ახდენს შეცვლები. ამჯერადაც პირველი ტაიმი მანკუნიანელებს შეუძლიათ დაივიწყონ. ძალიან სუსტად ითამაშეს და სოუჩეკის გოლიც ამის დასტურია, თუმცა მასპინძლები რომ ცოტა ზუსტნი ყოფილიყვნენ, შესაძლოა, სამი ან ოთხი გოლიც გაეტანათ.

მეორე ტაიმში სულშერმა მინდორზე ფერნანდეში და რაშფორდი გაიყვანა. გუნდის თამაშიც მათზე აეწყო. პოგბამ სწორედ პორტუგალიელის გადაცემის შემდეგ გაიტანა ულამაზესი გოლი შორიდან. მერე გრინვუდმა გამოიჩინა თავი, ბოლოკენ კი რაშფორდის ფაბიანსკისთან ორჯერ პირისპირ გასვლიდან, ერთი გოლით დასრულდა - 1:3.

დღის გვიან მატჩში „ჩელსიმ“ „ლიდსს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. ასეთი დაბრუნება ძალიან გაუხარდა ტრიბუნებე მსხდომ 2 ათას ქომაგს. საინტერესოა, რომ გულშემატკივარი „სტემფორდ ბრიჯზე“ 8 მარტის შემდეგ პირველად დაუშვეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-11 ტური. 5 დეკემბერი

სიტი - ფულემი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 სტერლინგი (5), 2:0 დე ბრუინი (26 პენ)

სიტი: ედერსონი, მენდი, დიაში, სტოუნზი, კანსელუ, დე ბრუინი, გიუნდოგანი, როდრი, სტერლინგი, მაჰრეზი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ფულემი: არეოლა, ანდერსენი, ეინა, რობინსონი, ადარაბიოიო, რიდი (ლემინა 68), დე კორდევა-რიდი (კამარა 72), ზამბო-ანგისა, ლოფტუს-ჩიკი (კერნი 83), ლუკმენი, კავალეირუ

მწვრთნელი: სკოტ პარკერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება არ ყოფილა

ვესტ ჰემი - მანჩესტერი 1:3

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“

1:0 სოუჩეკი (38), 1:1 პოგბა (65), 1:2 გრინვუდი (68), 1:3 რაშფორდი (78)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ბალბუენა, ოგბონა, ქრესუელი, მასუაკუ, ცოუფალი (ჯონსონი 85), რაისი, სოუჩეკი, ფორნალსი (ბენრაჰმა 75) , ბოუენი (ლანსინი 75), ალე

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მანჩესტერი: ჰენდერსონი, ვან-ბისაკა, მაგუაირი, ლინდელოფი, ტელესი, მაკტომინეი, პოგბა, ვან დე ბეეკი (ფერნანდეში 46), გრინვუდი, მარსიალი (მატა 62), კავანი (რაშფორდი 46)

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ჩელსი - ლიდსი 3:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

0:1 ბემფორდი (4), 1:1 ჟირუ (27), 2:1 ზუმა (61), 3:1 პულიშიჩი (90+3)

ჩელსი: მენდი, ჩილუელი, სილვა, ზუმა, ჯეიმსი, კანტე, ჰავერცი (კოვაჩიჩი 67), მაუნტი, ზიეში (პულიშიჩი 30), ვერნერი, ჟირუ (აბრაჰამი 79)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ლიდსი: მელიე, ეილინგი, კოხი (ლიორენტე 9), კუპერი, დალასი, კლიხი, ფილიპსი, ალიოსკი (როდრიგო 69), რაფინია, ჰარისონი (პოვედა 58), ბემფორდი

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ლიორენტე (75), რაფინია (90+5)

ბარნლი - ევერტონი 1:1

1:0 ბრედი (3), 1:1 კალვერტ-ლიუინი (45+3)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.139212
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X