ფეხბურთი

21:18 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგის უცნაური პრემიერლიგური რეკორდი

„ფულემთან“ პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩისას, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, გახდა მოთამაშე, რომელთან დაჯარიმებისას ლიგაში ყველაზე ხშირად ინიშნება თერთმეტმეტრიანები - გვამცნობს Opta Sport.

„ფულემთან“ შეხვედრის 26-ე წუთზე ის მასპინძელთა მცველმა, იოაკიმ ანდერსონმა წააქცია საკუთარ საჯარომოში. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად დაარტყა კევინ დე ბრუინმა. ანგარიში კი მე-5 წუთზე, თვად სტერლინგმა გახსნა.

„სიტიმ“ 2:0 გაიმარჯვა, 18 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127658