ფეხბურთი

19:32 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი სერია B-ში ითამაშებს

მარიო ბალოტელის უგუნდოდ ყოფნის პერიოდი დასრულდა და 30 წლის ფორვარდი კარიერას სერია B-ს ბინადარ „მონცაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა და წყაროს ცნობით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

ბალოტელი ბოლოს „ბრეშას“ ღირსებას იცავდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფებოდა. მარიოს „მონცაში“ ძველი ნაცნობები დახვდა - სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი მართავენ პატარა ლომბარდიულ გუნდს. ბალოტელის მათი ხელმძღვანელობით „მილანში“ უთამაშია.

კარიერის განმავლობაში იტალიელმა ფეხბურთელმა „ლუმეძანეს“, „ინტერის“, „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულის“, „ნიცასა“ და „მარსელის“ ღირსებაც დაიცვა, ხოლო იტალიის ნაკრებში 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112152