ფეხბურთი

15:16 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ყოფილი მეუღლე და შვილები დიეგოს მემკვიდრეობას ვერ მიიღებენ

დიეგო მარადონას მემკვიდრეობას მისი ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილაფანე და შვილები, დალმა და ჯანინა ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ცნობილი არგენტინული გამოცემა Clarin-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, მარადონამ აზრი ბოლო პერიოდში, დუბაიში ცხოვრების დროს შეიცვალა და ანდერძში არ შეიყვანა ქალბატონი, რომელიც მისი მეუღლე 15 წლის განმავლობაში იყო. ეს კანონიერად, ისე კი ისინი უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად, საბოლოო ჯამში 25 წელი.

დიეგოსა და კლაუდიას შორის სამართლებრივი პრობლემები ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც მარადონამ აღმოაჩინა მისი კარიერის განმავლობაში შეგროვილი სხვა და ძვირფასი ნივთების გაქრობა, რაც საბოლოო ჯამში 6 მილიონი დოლარის დანაკარგს შეადგენდა.

მარადონა და ვილაფანე ერთად 80-იანი წლებიდან ცხოვრობოდნენ, ხოლო 1989 წელს იქორწინეს და 2004 წლამდე ერთად იყვნენ. თუმცა, დიეგო მეუღლის ერთგულებით არასდროს გამოირჩეოდა. მას ჯანინასა და დალმას გარდა, კიდევ 9 შვილი ჰყავს სხვა და სხვა ურთიერთობებიდან, მათ შორის, ყველაზე პატარა, 7 წლის დიეგო ფერნანდო, რომლის დედაც ვერონიკა ოიედა გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114359