ფეხბურთი

14:31 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამატჩო განაცხადში დაბრუნდა. „გენტის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი უახლოესი ტურის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

ეს ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მოსალოდნელია და 90 წუთით ჩვენებური დიდი ალბათობით არ დაიტვირთება.

ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში სამი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

„გენტი“ 6 დეკემბერს, „ოსტენდეს“ დაუპირისპირდება. ბელგიურმა გუნდმა სეზონში მეოთხე მწვრთნელი დანიშნა და 16 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127418