ფეხბურთი

16:58 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა "ნიცადან" დაითხოვეს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა „ნიცას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი სეზონის წარუმატებლად დაწყება გახდა.

ევროპა ლიგაზე „ნიცამ“ „ლევერკუზენთან“ 2:3 წააგო და ეს ზედიზედ მეხუთე მარცხი გამოდგა ყველა ტურნირის ჩათვლით. ამიტომაც, ვიეირას კარისკენ მიუთითეს. „ნიცა“ ევროპა ლიგას გამოეთიშა, ხოლო ლიგა 1-ში 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

პატრიკ ვიეირა „ნიცას“ 2018 წლიდან წვრთნიდა. პირველ სეზონში მან გუნდი ლიგა 1-ში მეშვიდ, ხოლო მეორე სეზონში მეხუთე ადგილზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1134