ფეხბურთი

20:00 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" პრეზიდენტი: "მესის გაყიდვა მომგებიანი იქნებოდა, ნეიმარს მხოლოდ უფასოდ დავიბრუნებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ დროებითმა პრეზიდენტმა კარლეს ტუსკეტსმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის გაყიდვა მომგებიანი იქნებოდა და ამას გააკეთებდა. გარდა ამისა, ნეიმარის დაბრუნების ერთადერთი ვარიანტი დაასახელა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით სასურველი იქნებოდა მესის გაყიდვა და ამას გავაკეთბედი. ლა ლიგაში ხელფასების ლიმიტებია. მაგრამ მე ვფიქრობ, პირველ რიგში გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი იღებს.

ნეიმარი თუ უფასოდ მოვიდოდა, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არა, რადგან ფული არ არის, მომდევნო პრეზიდენტი სასწაულს თუ არ მოახდენს.

მოთამაშეები იანვარში ხელფასებს ვერ მიიღებენ, ეს გადავდეთ, ისევე როგორც პრემიების გაცემა. კლუბის ფინანსური მდგომარეობა საშინელი და შემაშფოთებელია, მაგრამ იმედისმომცმიც, რადგან, როდესაც სტადიონი გაიხსნება, ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ტუსკეტსმა, რომელმაც ხოსეპ მარია ბართომეუ შეცვალა და პოსტზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104856