ფეხბურთი

10:23 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "750 გოლი 750 ბედნიერი მომენტია"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ამ ნიშნულს ჩემპიონთა ლიგაზე, კიევის „დინამოს“ კარში გატანილი გოლით უწია.

რონალდუს 750 გოლი ოთხ კლუბზე და პორტუგალიის ნაკრებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „სპორტინგი“ – 5 გოლი
  • „მანჩესტერი“ – 118 გოლი
  • „რეალი“ – 450 გოლი
  • „იუვენტუსი“ – 75 გოლი
  • პორტუგალიის ნაკრები - 102 გოლი

„750 გოლი, 750 ბედნიერი მომენტი, ჩვენი გულშემატკივრების 750 გაღიმებული სახე. მადლობა ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომლებიც დამეხმარნენ ამ საოცარი რაოდენობის მიღწევაში. მადლობა ყველა ჩემს მეტოქეს, რომლებიც მაიძულებდნენ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მემუშავა“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით რონალდუზე მეტი გოლი მხოლოდ იოზეფ ბიცანს, რომარიოსა და პელეს აქვთ გატანილი, მაგრამ პორტუგალიელს მათი გადასწრება ახლო მომავალში ნამდვილად შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119464