ფეხბურთი

12:04 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ცოცხლები ვართ, ამ სულისკვეთებით პრობლემას ყველას შევუქმნით"

მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად ჯგუფის ლიდერი „გლადბახი“ დაამარცხა (3:2). მატჩის შემდეგ ანტონიო კონტე ბედნიერი იყო და განაცხადა, რომ ისინი ცოცხლები არიან.

„თუ ყყველა თვალსაზრისით გუნდი არ ხარ, თამაშს ვერ მოიგებ ფორმაში მყოფი მეტოქის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, დავიმსახურეთ გამარჯვება ჯგუფის საუკეთესო გუნდთან.

ჩვენ ცოცხლები ვართ, ვულოცავ ბიჭებს. ჩვენი სულისკვეთება სწორი იყო. როდესაც გაერთიანებულები ვართ, პრობლემას ყველას შევუქმნით. გვინდა, რომ ჩვენით გულშემატკივარი ამაყობდეს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერს“ 5 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თუმცა „ნერაძური“ ბოლო ტურში თუ „შახტარს“ დაამარცხებს და „რეალი“ – „გლადბახის“ მატჩ ფრედ არ დასრულდება, მერვედფინალში იტალიური გრანდი გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111966