ფეხბურთი

11:02 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკაუტის პასუხი ამერიკელებს: "კვარაცხელია სათქვენო არაა, ევროპული გრანდისთვისაა"

რუსულ მედიაში სკაუტის ალექსანდრ ტილმანის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ტილმანი ამერიკული MLS-ის ბაზარზე მუშაობს და მან ერთ-ერთ ეპიზდში ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ერთი წლის წინ „ორლანდოს“ წარმომადგენლები ხვიჩათი დაინტერესდნენ.

„ერთ წლის წინ ორლანდოელმა სკაუტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მკითხა. კლუბი ახალ ბარზებს სწავლობდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აკვირდებოდა. მე კი მას ვუპასუხე: „ეს ბიჭი სათქვენო არ არის!“ რატომ? იმიტომ, რომ ხვიჩა დიდი ევროპული კლუბისთვის არის“, - თქვა ტილმანმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა და ვარჯიში განაახლა. ქართველ ფეხბურთელს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.121499