სხვა

22:58 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფორმულა 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერსედესის პილოტი ამის გამო მომდევნო რბოლას, რომელიც 6 დეკემბერს არის დაგეგმილი, გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს წინა კვირაში ტესტი 3-ჯერ ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო, მეოთხე ტესტი კი მას მერე გაიკეთა, რაც მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ახლა იზოლაციაშია და ყველანაირ რეგულაციას იცავს. გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104248