ფეხბურთი

15:51 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგორი იქნება 2020 წლის გუნდი?

უეფამ 2020 წლის გუნდის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. მასში 50 ფეხბურთელი შეიყვანეს. გამოცხადდა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც 6 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ გაირკვევა წლის საუკეთესო თერთმეტეული.

საბოლოო შემადგენლობას კი უეფას სამუშაო ჯგუფი დაადგენს.

პრეტენდენტების სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალისონი („ლივერპული,“ ბრაზილია), ანტონი ლოპეში („ლიონი,“ პორტუგალია), კეილორ ნავასი (პსჟ, კოსტა-რიკა), მანუელ ნოიერი („ბაიერნი,“ გერმანია), იან ობლაკი („ატლეტიკო,“ სლოვენია)

მცველები: დავიდ ალაბა („ბაიერნი,“ ავსტრია), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული,“ ინგლისი), ანხელინიო („ლაიპციგი,“ ესპანეთი), ხუან ბერნატი (პსჟ, ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული,“ ნიდერლანდები), სტეფან დე ფრაი („ინტერი,“ ნიდერლანდები), მატეის დე ლიხტი („იუვენტუსი,“ ნიდერლანდები), ალფონსო დევისი („ბაიერნი,“ კანადა), იოზუა კიმიხი („ბაიერნი,“ გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ, საფრანგეთი), სერხიო რამოსი („რეალი,“ ესპანეთი), ენდრიუ რობერტსონი („ლივერპული,“ შოტლანდია), ტიაგუ სილვა (პსჟ/“ჩელსი,“ ბრაზილია), დაიო უპამეკანო („ლაიპციგი,“ საფრანგეთი), ჰანს ჰატებური („ატალანტა,“ ნიდერლანდები).

ნახევარმცველები: ტიაგუ ალკანტარა („ბაიერნი“/“ლივერპული,“ ესპანეთი), უსეემ აუარი („ლიონი,“ საფრანგეთი), ევერ ბანეგა („სევილია“/“აშ შაბაბი,“ არგენტინა), ნიკოლო ბარელა („ინტერი,“ იტალია), ალეხანდრო გომესი („ატალანტა,“ არგენტინა), ლეონ გორეცკა („ბაიერნი,“ გერმანია), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი,“ ბელგია), მარსელ ზაბიტცერი („ლაიპციგი,“ ავსტრია), იოსიპ ილიჩიჩი („ატალანტა,“ სლოვენია), კინგსლი კომანი („ბაიერნი.“ საფრანგეთი), მარკინიოსი (პსჟ, ბრაზილია), ტომას მიულერი („ბაიერნი,“ გერმანია), ბრუნუ ფერნანდეში („სპორტინგი“/„მანჩესტერ იუნაიტედი,“ პორტუგალია), კაი ჰავერცი („ლევერკუზენი“/„ჩელსი,“ გერმანია), ჯორდან ჰენდერსონი („ლივერპული,“ ინგლისი).

თავდამსხმელები: სერჟ გნაბრი („ბაიერნი,“ გერმანია), ანხელ დი მარია (პსჟ, არგენტინა), ჩირო იმობილე („ლაციო,“ იტალია), ჰარი კეინი („ტოტენჰემი,“ ინგლისი), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი,“ პოლონეთი), რომელუ ლუკაკუ („ინტერი,“ ბელგია), სადიო მანე („ლივერპული,“ სენეგალი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი („ბარსელონა,“ არგენტინა), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი,“ პორტუგალია), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული,“ ეგვიპტე), რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი,“ ინგლისი), ჟოაუ ფელიში („ატლეტიკო,“ პორტუგალია), ერლინგ ჰოლანდი („დორტმუნდი,“ ნორვეგია).

0.113575