კალათბურთი

21:59 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "იმედია მომავალშიც ისეთი ძლიერი გუნდი ვიქნებით, როგორც ახლა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ბედნიერია გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი და იმედოვნებს, რომ მომავალ შეხვედრებშიც ისეთივე ძლიერები იქნებიან, როგორც ბოლო ორ თამაშში.

„პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქ თორნიკეა, მინდა ვთქვა, რომ ის ჩამოვიდა მადრიდის „რეალთან“ ძალიან რთული თამაშის შემდეგ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს გუნდი ძალიან უყვარს. ისევე, როგორც შერმადინს და ყველა იმ კალათბურთელს, რომელიც აქაა.

ჩვენ ფინალურ ეტაპზე, როგორც მასპინძლები უკვე გასულები ვართ, მაგრამ მაინც ოთხიდან ოთხი თამში მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი. ჩვენ ვიყენებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს და გვსურს, რომ გუნდს შეეგუონ. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ისეთივე ძლიერები ვიქნებით, როგორც ახლა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა და ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო ამ რთულ პერიოდში. ევროპის ჩემპიონატამდე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გველის და ჯერ ამ თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ ევრობასკეტისთვის“, - თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121603