ფეხბურთი

16:12 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "დინამო ბათუმი" ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი თმაში მოიგო და საჩემპიონო შანსი შეინარჩუნა. გორის „დილასთან“ წინა ტურში წაგების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს გამარჯვების გარდა სხვა გზა მოჭრილი ჰქონდა.

ბათუმელებმა მოიგეს, მაგრამ ძალიან დიდი ნერვიულობა მოუწიათ და საბოლოო ჯამში მიზანს მხოლოდ 93-ე წუთზე მიაღწიეს. „სამტრედია“ კი ახლოს იყო მოგებასთან ან თუნდაც ქულასთან, მაგრამ უპირატესობა, რომელიც ჰქონდა ვერ გამოიყენა.

26-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა და მამუკა კობახიძე მოედნიდან გააძევეს. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ლაშა თოთაძემ აქცია და გიორგი მიქაძის გუნდი იდეალურ ვითარებაში აღმოჩნდა.

თუმცა, იმერლებმა ვერც რიცხობრივი და ვერც შედეგობრივი უპირატესობა შეინარჩუნეს. 63-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა და აჭარლებს მოაგებინა.

„დინამო ბათუმი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო „სამტრედიელებს“ 19 ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას ამაგრებენ.

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 თოთაძე (26, პენ), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (90)

0.106795