კალათბურთი

16:11 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ფიბას ტურის სიმბოლურშია და MVP-ს ტიტულისთვის იბრძვის

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველმა ცენტრმა ფინეთთან შესანიშნავად ითამაშა და ჩვენს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შერმადინმა ფინეთის წინააღმდეგ 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით გიორგი მხოლოდ ხორვატ მირო ბალანს ჩამორჩა, რომლის მარგი ეფექტურობის კოეფიციენტი 37 გამოდგა.

სიმბოლურ ხუთეულში ხორვატი მირო ბილანი (30 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი), ებრაელი ტამი ბლატი (21 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი), პოლონელი მიხალ სოკოლოვსკი (17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა) და დანიელი გაბრიელ ლუნდბერგი (28 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი) მოხვდნენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ შერმადინი ტურის MVP-ის კანდიდატია და ფიბას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაშია ნომინირებული, სადაც ამ დროისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს.

0.12731