ფეხბურთი

12:20 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "სტაბილურობა გვაკლია, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს სტაბილურობა აკლია და ტრავმები დამატებითი პრობლემაა.

„როდესაც მეტოქე გოლს მესამე წუთზე გაიტანს, საქმე ძალიან რთულდება. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, დავეხმაროთ ფეხბურთელებს გამოჯანმრთელებაში. ვფიქრობ, რომ სტაბილურობა გვაკლია. „ალავესთან“ მატჩის საწყისი პერიოდი მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი იყო. თამაშის დინამიკა ვერ შევცვალეთ და ეს მაშფოთებს. გვაქვს სტაბილურობის და ტრავმების პრობლემა. ეს არ არის საბაბი, ეს რეალობაა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და 10 თამაშში მოპოვებული 17 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112491