კალათბურთი

3:45 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "საქართველოსთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ფინეთის ნაკრებთან (91:85) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველოსთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს და სტაფს გამარჯვებას. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. ჩევნ ძალიან პერიოდში ვართ კორონავირუსის გამო და გულშემატკივრების გარეშე გვიწევს თამაში, რაც არ ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მოგვწონს. ამ მომენტში მთავარი ყველა ადამიანის ჯანმრთელობაა. ფინეთის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ უკვე ევრობასკეტისთვის ვემზადებით და მიხარია, რომ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ითამაშეს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება და ახლა მომდევნო თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მხოლოდ ორი-ორდღენახევარი გვქონდა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად და ბიჭებმა მებძროლი სული გამოავლინეს. შვეიცარიასთან მატჩი? ადვილი თამაში არ არსებობს. უნდა ვნახოთ ის მატჩიც, რომელიც დღეს სერბეთთან მოიგეს. შვეიცარიის ნაკრები კონკურენტუნარიანი მეტოქეა, სამქულიანებს კარგად ისვრიან“, - თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფს 3 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128157