კალათბურთი

3:15 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ამ თამაშს გულშემატკივრები გულით ელოდებოდნენ"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ფინეთის ნაკრებთან (91:85) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები ამ თამაშს გულით ელოდებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვიცით თუ რა რთული პერიოდია ყველასთვის და ვიცი, რომ ამ თამაშს ყველა გულით ელოდებოდა. ვამაყობ ჩემი მწვრთნელებით, თანაგუნდელებით, ნაკრების ყველა წევრით და მიხარია, რომ დღეს ასე კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ფინეთთან 34:14 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრები ჯგუფს 3 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111967