ფეხბურთი

1:32 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა

თვენახევრის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა. "შტურმის" ქართველი შემტევი გამოჯანმრთელდა და ითამაშა კიდეც. ჩვენებური 4 დღის წინ ავსტრიის თასზე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა, ამჯერად კი ბუნდესლიგაში "ტიროლის" წინააღმდეგ ნახევარი საათი ითამაშა.

გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა კიტეიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შეუშვა და ეს გამართლებული ნაბიჯი აღმოჩნდა, ქართველმა მისი გუნდის თამაშა გააცოცხლა და დიდხნიანი უთამაშებლობის ფონზე აქტიურიც იყო.

ოთარმა ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეხუთედ ითამაშა, მას ერთი გოლი გოლი აქვს გატანილი. "შტურმი" 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114446