ფეხბურთი

23:26 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ ბაზაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ჭურვები აღმოაჩინეს

„რომას“ პრესსამსახური გვატყობინებს, რომ კლუბის ბაზაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ჭურვები აღმოაჩინეს,

„დიახ, ყოველდღე არ ხდება ასეთი ამბავი. მადლობა იტალიის არმიას, რომლებმაც მშვიდობიანად შეძლეს ჭურვების გრუნტიდან ამოღება“ - წერია შეტყობინებაში.

„რომა“ თავის ბაზაზე ახალ მინდვრებს აშენებს და სწორედ სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ჭურვები. საინტერესოა, რომ პაულო ფონსეკას ბიჭებს ჭურვების ამოღებისას საწვრთნელი პროცესი არ შეუწყვეტიათ. ისინი ბაზის მეორე ბოლოში იმყოფებოდნენ - გვამცნობს Football Italia.

თეგებირომა
0.114682