ფეხბურთი

22:20 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ „სიტისთან“ ერთად მეტჯერ გაიმარჯვა ლიგაში, ვიდრე „ბარსელონაში“ მუშაობისას

ინგლისური პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა. Sky Sports გვამცნობს, რომ ეს 117-ე გამარჯვება აღმოჩნდა „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის ინგლისის ჩემპიონატში.

ხოსეპ

ანუ, ესპანელს ახლა ერთი მოგებით მეტი აქვს „სიტისთან“ ერთად ლიგაში, ვიდრე „ბარსელონაში“ მუშაობისას - 116 გამარჯვება 152 შეხვედრაში. „სიტისთან“ ერთად კი ეს პრემიერლიგაში მისთვის 161-ე მატჩი გახლდათ.

19 ნოემბერს „სიტიმ“ გვარდიოლას 2023 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11602