ფეხბურთი

17:57 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "რეალიზაციის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ"

ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზურიკოს განცხადებით, ის მუშაობს იმისთვის, რომ გოლების გატანა დაიწყოს.

„ურალთან“ მატჩის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი (0:0), გამარჯვება გვინდოდა. შეხვედრის დასაწყისში კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ, რადგან რთულ სიტუაციაში ვართ. „სპარტაკი“ ყოველთვის ძლიერი მეტოქეა, უკვე ვეთამაშეთ ვოლგოგრადში და ვიცით მათი სუსტი წერტილები.

ყოველთვის ვფიქრობ ჩემს რეალიზაციაზე და ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვამუშავებ კარში დარტყმებს. იმედია, მალე შევძლებ გოლების გატანას“, - თქვა ზურიკომ.

„როტორი“ რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში 29 ნოემბერს, მოსკოვის „სპარტაკს“ ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი „როტორში“ იჯარით თამაშობს, მაგრამ მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119141