კალათბურთი

18:04 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების დილის ვარჯიში – შენგელია ჰელსინკში 15:00 საათზე ჩამოფრინდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს Metro არენაზე მორიგი ვარჯიში დღეს გამართა. დილის ვარჯიში ხანმოკლე იყო და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს.

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. თორნიკე შენგელია დილის ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, ის ჰელსინკიში მოსკოვიდან, ფრანკფურტის გავლით, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ის საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 6 საათზე დაიწყება, გუნდთან ერთად იქნება, თუმცა მთავარი მწვრთნელი მის დატვირთვას მოერიდება. შენგელიამ გუშინ ევროლიგაში “რეალის” წინაათმდეგ ივარჯიშა და მოსკოვიდან ჰელსინჯამდე გზას 10 საათზე მეტი დრო მოანდომა.

გთავაზობთ დილის ვარჯიშის რამდენიმე კადრს და მოთამაშეების – მერაბ ბოქოლიშვილის, გიორგი კორსანტიას და ალექსანდრე ფევაძის კომენტარებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11342