რაგბი

14:31 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბრივის“ შერკინების მწვრთნელად გოდერძი შველიძე დაინიშნა

გოდერძი შველიძე საფრანგეთის „ტოპ 14“-ში მოასპარეზე „ბრივის“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ მარკ მასო ჩაანაცვლა, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გრძელვადიანი შვებულება აიღო.

მანამდე 42 წლის სპეციალისტი ფილიპ კარბონოსთან ერთად „ბრივის“ 21-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.

შველიძეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი აქვს ჩატარებული. მან „ბორჯღალოსნების“ რიგებში სამ მსოფლიო თასზე იასპარეზა, კარიერა კი 2016 წელს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1129