ფეხბურთი

22:20 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბილარდოს შვილები მარადონას გარდაცვალების ამბავს უმალავენ

არგენტინის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ კარლოს ბილარდოს დიეგო მარადონას გარდაცვალებას უმალავენ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, 82 წლის სპეციალისტი, რომელიც ბუენოს აირესში ცხოვრობს, შვილები მომხდარის შესახებ არაფერს ეუბნებიან.

ბილარდოს შვილები ნერვიულობენ, რომ კარლოსი ყოფილი შეგირდის გარდაცვალების ამბავზე ინერვიულებს, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. ამ მიზნით მამას ტელევიზორსაც არ აყურებინებენ, რადგან ცხადია, ახალ ამბებში მხოლოდ მარადონაზე საუბრობენ.

„ჩვენ მაშინვე გავთიშეთ ტელევიზორი და ვუთხარით, რომ სიხშირე გაითიშა. არ ვიცი, როდის ვეტყვით სიმართლეს. ის ცუდად არ უნდა გახდეს, ამიტო ვუმალავათ ამ ამბავს. ძალიან ვფრთხილობთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა შვილმა.

კარლოს ბილარდო დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრებში 1983-1990 წლებში ავარჯიშებდა და მსოფლიოს ჩემპიონები ერთად გახდნენ. მოგვიანებით,2008-2014 წლებში ბილარდო არგენტინის ნაკრებში ტექნიკური თანამშრომლის პოსტზე მუშაობდა, და მთავარ მწვრთნელად მარადონას დანიშვნაც მისი დამსახურებაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მარადონასა და ბილარდოს ურთიერთობაში დაპირისპირებაც იყო. დიეგომ მას მოღალატე უწოდა, ხოლო თავის მხრივ მწვრთნელმა თქვა, რომ ის გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი არ იყო, რადგან „ნაპოლიში“ ჩემპიონთა თასი ვერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123092